კომპანიის შესახებ:
MEDLOG წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართო გეოგრაფიული დაფარვის მქონე ლოგისტიკისა მომსახურების პროვაიდერს. ადგილობრივი პროფესიონალური გუნდების მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით, 60-ზე მეტ ქვეყანაში არსებული წარმომადგენლობით, MEDLOG მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ლოგისტიკურ მომსახურებას. MEDLOG Poti-ს წარმომადგენლობითი ოფისები ფუნქციონირებს როგორც ფოთში, ასევე თბილისში.
პოზიცია: მძღოლი ლოკაცია: თბილისი სამუშაო განაკვეთური: სრული განაკვეთი
MEDLOG Poti აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია;
- მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- პირად მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
- პროფესიონალური და უსაფრთხო მართვის უნარები;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კარგი პროფესიული ეტიკეტი და თავაზიანი კომუნიკაცია
- უსაფრთხოების წესებისა და რისკების მართვის მაღალი ცნობიერება;
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს მმართველი დირექტორის მოადგილის უსაფრთხო, დროული და პროფესიონალური ტრანსპორტირება;
- დაგეგმოს და ოპტიმიზაცია გაუწიოს გადაადგილების მარშრუტებს პუნქტუალურობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
- დაიცვას კონფიდენციალურობა ყველა ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მგზავრობის დეტალებთან მიმართებაში;
- უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების სისუფთავე, საწვავით გამართული მდგომარეობა და ტექნიკური გამართულობა;
- განახორციელოს ავტომობილის რეგულარული ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას;
- აწარმოოს ავტომობილის გამოყენების, გარბენის, საწვავის ხარჯვისა და ტექნიკური მომსახურების ზუსტი აღრიცხვა;
- მოახდინოს ოფიციალური დოკუმენტების, ამანათებისა და კომპანიის სხვა მასალების მიწოდება და მიღება ინსტრუქციის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში;
- საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მმართველი დირექტორის მოადგილის მომსახურებასა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერასთან.